Wednesday, July 16, 2014

პროექტის სახელწოდება: „გავიჯანსაღოთ ცხოვრება“
პროექტის მთავარი იდეა: სათამაშო მოედნების მოწყობა ხელს უწყობს ახალი თაობის ჯანსაღ ცხოვრებას, გარდა სპორტული დატვირთვისა,ხელს უწყობს ბავშვთა შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
პროექტის აქტუალობა: საქართველოში ბუნებრივ საფარიანი მოედნების მოწყობა აქტუალურად დგას, რადგან ცოტაა ასეთი მოედნები. ბავშვის(მოზარდის) ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხბურთის თამაშს იწყებდეს ბუნებრივ საფარიან მოედანზე.
პროექტის მიზნები: პროეტის მიზანია მეზობელი სოფლის ბავშვების დამეგობრება ჯანსაღ გარემოში, მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება და ა.შ.
ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები: მოეწყობა ადგილი სადაც ახალგაზრდები შეძლებენ გართობას, თამაშს, შეჯიბრს ერთმანეთთან, წინსვლას სპორტულ ცხოვრებაში.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  მინდვრის საჭრელი დანადგარი 1ერთეული, 2 ერთეული კამაზის ტიპის ავტომობილი,  საფარის საფხვიერებელი ტრაქტორი 1 ერთეული,
მიწის გასასწორებელი მოწყობილობა 1 ერთეული.
პროექტის მსვლელობა:  საწყის ეტაპზე  ხდება საფარის მოხვნა, გასწორება შესაბამის სტანდარტში, ხდება დრენაჟების მოწყობა, იგება მოჭრილი მინდორი, ხდება ღობის გარშემორტყმა.
პროექტის ხელმძღვანელი:   ო. აფხაზავა
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: oniceapkhazava@gmail.com




No comments:

Post a Comment